უდუმაშვილი: თბილისის საკრებულო ჩაკეტილია-კრიმინალური დაჯგუფებაა დაბუდებული!

“აქ არის დაბუდებული კრიმინალური დაჯგუფება”-ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრობის” ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი საკრებულოს წევრ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ფაქტზე პასუხისმგებლობას მმართველ პოლიტიკურ პარტიას აკისრებს

“გადარაზეს ყველაფერი. არცერთ ადამიანს არ შვებენ საკრებულოს შიგნით, გარდა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისა, რომლებსაც ჩუმად აპარებენ, სხვადასხვა შესასველებიდან.

თბილისელებისთვის ეს საკრებულო არის ჩაკეტილი. არ არსებობს! აქ არის დაბუდებული კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს ფიზიკურად უსწორდება”,-ამბობს უდუმაშვილი.

ხმაური საკრებულოში – სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად