უდუმაშვილი: როგორი სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ივანიშვილი დამარცხებულია

“მმართველი გუნდი აშკარად გაუგებრობაშია,”,- ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძორაბის” ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა “კურიერთან” განაცხადა.

“მმართველი გუნდი აშკარად გაუგებრობაშია, თუმცა რამდენად ადეკვატური იქნება მათი პასუხი გამოჩნდება ამ დღეებში, როდესაც ისინი მოვლენ დიალოგის მესამე რაუნდზე. გასაგებია, რომ ივანიშვილს შეკრებილი ჰყავს მთელი გუნდი, ვინც ერკვევა არჩევნებში და მიდის მათემატიკური გათვლები, რა უფრო აწყობთ მათ. ჯერჯერობით, ფორმულა ვერ გამონახეს, რომელიც მათ აწყობთ. ვერც გამონახავენ, როგორი სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ივანიშვილი დამარცხებულია,” – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად