უდუმაშვილი: ყველა ოჯახში უნდა შევიდეთ, პირდაპირ უნდა ვუთხრათ რატომ ვემზადებით აქციისთვის

“ყველა რეგიონში, ყველა ოჯახში უნდა შევიდეთ, პირდაპირ უნდა ვუთხრათ, თუ რატომ ვემზადებით ასეთი აქციისთვის”-ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, 4 აპრილამდე ოპოზიციას მოსამზადებელი პერიოდი ექნება. იქნება პიკეტი და სხვადასხვა ფორმის აქცია.

“4 აპრილი არ ნიშნავს რომ ჩვენ, 4 აპრილამდე არაფერს ვაკეთებთ და ველოდებით 4 აპრილს. 4 აპრილი შევარჩიეთ, რათა ეს დრო ჩვენ გამოვიყენოთ მაქსიმალურად კონტაქტისთვის. ყველა რეგიონში, ყველა ოჯახში უნდა შევიდეთ, პირდაპირ უნდა ვუთხრათ, თუ რატომ ვემზადებით ასეთი აქციისთვის.

4 აპრილამდე ორ თვიანი პერიდი იქნება დატვირთული, საპროტესტო აქციით, პიკეტირებისთვის, სხვადასხვა ფორის აქცია. არ ნიშნავს რომ 2 თვე არაფერს ვაკეთებთ”,-ამბობს უდუმაშვილი.

ცნობისთვის, ოპოზიცია მასშტაბურ აქციებს აპრილში იწყებს “4 აპრილს, 16:00 საათზე”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად