უდუმაშვილი:”ქართული ოცნება“, ისევე როგორც 6 წლის წინ,მთავარ მტრად თავისუფალ სიტყვას აღიქვამს

„სალომე ზურაბიშვილი ორკესტრირებულად ამ ხელისუფლების სხვა შტოების უმაღლეს პირებთან ერთად, პირდაპირ უტევს თავისუფალ მედიებს,“ – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ზალიკო უდუმაშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიერ ცილისწამების შესახებ კანონთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

“სწორედ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი გარანტორი, რომ ქვეყანაში დაცული იქნება მედიის თავისუფლება, თუმცა ამის სანაცვლოდ, ჩვენ ვხედავთ პირიქით. სალომე ზურაბიშვილი ორკესტრირებულად ამ ხელისუფლების სხვა შტოების უმაღლეს პირებთან ერთად, პირდაპირ უტევს თავისუფალ მედიებს და ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ, რომ დღეს „ქართული ოცნება“, ისევე როგორც 6 წლის წინ, მის მთავარ მტრად სწორედ აღიქვამს თავისუფალ სიტყვას.

გავიხსენოთ ყველამ ერთად „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესები. ახლა მთავარია არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორის, მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია იმისთვის, რომ დაცული იყოს ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და მთავარი დემოკრატიული ღირებულებები, რასაც ჰქვია სიტყვის თავისუფლება,“ – განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა “კურიერთან”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...