უდუმაშვილი: “ქართულ ოცნებას” მოსახლეობამ ზურგი აქცია, არ აპირებენ მათი მართველობის შეგუებას

“არ მახსენდება რომელიმე ხელისუფლება, რომელსაც ასეთი დაბალი რეიტნგი ჰქონოდა”,-ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა.

“ეს არის განაჩენი “ქართული ოცნებისთვის”. ასეთი დაბალი რეიტინგი ხელისუფლებაში ყოფნისას არ მახსნედება. არ მახსენდება რომელიმე ხელისუფლება, რომელსაც ასეთი დაბალი რეიტნგი ჰქონოდა, როგორიც გააჩნია “ქართლ ოცნებას”. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას რომ,”ქართულ ოცნებას”, საზოგადოებამ ზურგი შეაქცია. აღარ აპირებს ამ ხელისუფლების მართველობის შეგუებას.

რაც შეეხება გადაუწყვეტ რაოდენობას, რომელიც 57% არის, გასაგებია, გადაუწყევტი ადამიანის რაოდენობა არ ასხამს “ქართული ოცნების” წისქვილზე წყალს”,-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 20 % მხარს “ქართულ ოცნებას” დაუჭერდა, 9 % – ენმ-ს, 4 % კი “ევროპულ საქართველოს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად