უდუმაშვილი: პროტესტი, პიკეტირება, რეგიონებში გასვლაც იქნება-ჩვენ სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია

ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“რესურსი ამოწურულია, მოლაპარაკებები დასრულებულია. ჩვენ აღარ მივიღებთ მონაწილეობას მოლაპარაკებების ფორმატში, არც მეხუთე, არც მეექვსე და არც მეშვიდე რაუნდი არ იქნება მარტო იმ მიზეზის გამო, რომ ჩვენ რომ შევდივართ მოლაპარაკებების მაგიდებთან, რომ გამოვდივართ მერე ხელბორკილებს გვადებენ.

ამ პირობებში როგორ წარმოგიდგენიათ, რომ გაგრძელდეს საერთოდ რაიმე სახის მოლაპარაკება ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემაზე, ამიტომ ეს მოლაპარაკებები დამთავრებულია, გადავდივართ მოქმედების სხვა მეთოდებზე, მათ შორის რა თქმა უნდა ქუჩის აქციები, რა თქმა უნდა პროტესტი, პიკეტირება, რეგიონებში გასვლაც იქნება იმიტომ, რომ ჩვენ სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის: ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოგვიანებით, პროკურატურამ “თბილისის განვითარების ფონდის” საქმეზე, რომელზეც გიგი უგულავას 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა შეეფარდა, ინფორმაცია გაავრცელა.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა, რომელსაც უზენაესმა სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა შსს-ს შენობაში შევიდა და სამართალდამცველებს ჩაბარდა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად