უდუმაშვილი: პრეზიდენტია პირველი, ვინც პროკურატურამ უნდა დაიბაროს გამოკითხვაზე

ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა “ტვ პირველთან”, პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტზე საუბრისას განაცხადა.

“ერთ-ერთი პირველი, ალბათ ვინც უნდა დაიბაროს პროკურატურამ გამოკითხვაზე ეს არის სალომე ზურაბიშვილი. ვინაიდან სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერით გამოიცა შეწყალების აქტი. ის თუ ვინ შეუტანა მას ეს დოკუმენტები ხელმოსაწერად გამოძიების მეორე ნაწილია. პრეზიდენტის შეწყალება არის სალომე ზურაბიშვილის და არა დიმიტრი გაბუნიასი. პირველი ვინც უნდა გამოიკითხოს არის სალომე ზურაბიშვილი”-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულზე გამოცემულ შეწყალების აქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

ასევე, პრეზიდენტმა შეიწყალა ზურაბ ნადირაძე, რომლის ექსტრადირებასაც 23 წელი ითხოვდნენ. 1994 წლიდან, საქართველოს ზურაბ ნადირაძეზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. მის ექსტრადირებაზე ჩეხეთმა ქართულ მხარეს რამდენჯერმე უთხრა უარი, თუმცა, 2017 წლის დასაწყისში მისი დეპორტაცია გადაწყდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად