უდუმაშვილი ნიკა მელიაზე: კატა-თაგვობანას თამაში დაიწყეს

კატა-თაგვობანას თამაში დაიწყეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს გენერალურ პროკურატურასთან განუცხადა, სადაც დეპუტატი ნიკა მელია არის დაბარებული.

“ის, რაზეც უარი ჰქონდა პროკურატურისგან, არის საქართველოს პარლამენტის წევრის კონსტიტუციური უფლების დარღვევა. ნიკა მელიას, როგორც დეპუტატის მოვალეობები და უფლებები არის, შეხვდეს მოსახლეობას, მიიღოს მონაწილეობა ტელეგადაცემებში, იაროს სამსახურში, ეს ყველაფერი მისი მოვალეობებია და პროკურატურისგან ამის შეზღუდვა არაკონსტიტუციურია.”,-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა მელიამ 10 სექტემბერს, დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი. ნიკა მელია დღეს პროკურატურაში დაიბარეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...