უდუმაშვილი: კრიზისების მართვის საბჭო “ოცნების” პოლიტიკური პენსიონერების თავშესაფარია

ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. 

"გუშინ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე, რამდენად უმოქმედოა ხელისუფლება კრიზისულ ვითარებაში და რომ არა მეხანძრეების თავდადებული მუშაობა, შესაძლო ხანძრის შედეგი გაცილებით მძიმე ყოფილიყო. ეს იმ ფონზე, როდესაც მთავრობაში 3 წელია ფუნქციონირებს კრიზისების მართვის საბჭო. თუმცა, რას ემსახურება ეს უწყება დღემდე გაურკვეველია. 

რეალურად კრიზისების მართვის საბჭო წარმოადგენს "ქართული ოცნების" პოლიტიკური პენსიონერების  თავშესაფარს, რომლის შენახვაც ბიუჯეტს 3 500 000 ლარი უჯდება", – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ კრიზისების მართვის საბჭო უნდა გაუქმდეს, გამოთავისუფლებული რესურსი კი შესაბამისი უწყებების გაძლიერებას მოხმარდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად