უდუმაშვილი: ივანიშვილმა იმისთვის არ იბრძოლა რ2-ის წასაღებად, კვლავ კრიტიკული აზრი რომ ისმოდეს

“ამ ყველაფერს მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზააალ უდუმაშვილმა ტვ პირველთან საუბრისას განაცხადა, სადაც “რუსთავი ორის” ირგვლის მიმდინარე პროცესებზე, კერძოდ, სარედაქციო პოლიტიკა განიხილ,ა.

“7 წელი ბიძინა ივანიშვილმა იმისთვის არ იბრძოლა “რუსთავი ორის” წასაღებად რომ კვლავ კრიტიკული აზრი ისმოდეს “რუსთავი 2”-ის ეთერიდან. ანუ, იმიტომ არ იბრძოლა “რუსთავის ორის” წასაღებად რომ კვლავ ის სახეები იყვნენ ეთერში, რომლებიც დღემდე არიან და მათ მოიტანეს “რუსთავი ორი” დღემდე. ამ ყველაფერს მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ.”,-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, ქიბარ ხალვაშმა შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დანიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...