უდუმაშვილი: ივანიშვილის დაპირება პროპორციულ არჩევნებზე, როგორც სხვა პირობა საპნის ბუშტივით გასკდა

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც გამარჯობასაც კი არ ვეუბენბოდით ერთმანეთს ერთ მაგიდასთან ვსხედვარ,-ამის შესახებ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ერთ-ერთი უმძიმესი დღე იყო “ქართული ოცნებისთვის” და ბიძინა ივანიშვილისთვის. დღეს ივანიშვილმა გააკეთა საბოლოო არჩევანი, თავი დააყენა ერთ მხარეს და სრულიად საქართველო მეორე მხარეს – პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი, საზოგადოება მთლიანად.

მე მინდა ყველას შევახსენო, 20 ივნისის შემდეგ, როცა ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა, ეს პირობა “ნაციონალური მოძრაობისთვის” და “ლეიბორისტული პარტიისთვის” კი არ მიუცია, ეს პირობა მისცა საზოგადოებას. იმ ხალხს, რომელიც ქუჩაში იდგა მაშინ, მაგრამ ეს პირობაც, როგორც დანარჩენი მისი პირობები 7 წლის მანძილზე, საპნის ბუშტივით გასკდა,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად