უდუმაშვილი: ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგეები მოიშოროს

“სადამსჯელო ღონისძიება ახალ ფაზაში გადავიდა, რომელიც ნიკა გვარამიას განეიტრალებას ემსახურება”-ასე ეხმაურება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენას.

“აქ მხოლოდ ერთი შეფასება არის, ქვეყანაში მყარდება დიქტატურა და ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები მოიშოროს და დაიტოვოს თავისუფალი სივრცე რათა 2020 წლის არჩევნებში გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში როგორც აქამდე აკეთებდა, სწორედ ამას ემსახურება ეს ყველაფერი ბრალი აბსურდულია, ორ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების გამო გენერალურ დირექტორს წაუყენო ბრალი ეს არის სრული აბსურდი და სამართლებრივი ნონსესი. მაგრამ ამას ხომ არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რა უნდა ბიძინა ივანიშვილს,“- აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად