უდუმაშვილი: ივანიშვილი კიდევ უფრო გააფრთრებული გახდა, სასწრაფოდ გვარამიას განეიტრალება გადაწყვიტა!

ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზალიკო უდუმაშვილმა “კურიერთან” გვარამიასთვის ბრალის წარდგენის კომენტტირებისას განაცხადა.

“კიდევ უფრო გააფთრებული გახდა ბიძინა ივანიშვილი, რამენაირად მთელი შვიდი წლის ნაომარი და ნაბრძოლი წყალში არ ჩაეყაროს, ასე ერთ დღეში და გადაწყვიტა, სასწრაფოდ ნიკა გვარამიას განეიტრალება. სწორედ ამაშია ყველაფერი. სამართლებრივად რომ არ გააჩნია საფუძველი ამ საქმეს, სამართლებრივად არ არსებობს. არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დარწმუებული ვარ ასეთივე პოლიტიკური რეაქცია ექნება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად