უდუმაშვილი: იმ ნევროზიანმა გუშინ ალბათ ყველას დაურეკა, ატეხეთ ერთი ამბავიო

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი გადაცემა "რეაქციაში" პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს პასუხობს. 

"მთავრობის სხდომა იყო ტურიზმზე, პრემიერმა ტურიზმზე ილაპარაკა 1.5 წუთი და დანარჩენი გუშინდელ აქციაზე. ვის აქვს ნერვოზი გაჩენილი გასაგებია. იმ ნევროზიანმა ალბათ გუშინ დაურეკა ყველას, სასწრაფოდ ატეხეთ ამბავი, როგორ ბედავს "ნაციონალური მოძრაობა" ამდენს და მისი მერობის კანდიდატიო. ის იყო რეალურად დღევანდელი მთავრობის სხდომა", – ზაალ უდუმაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობის" გუშინდელ აქციას მერიასთან ზღვარგადასული და უსინდისო უწოდა და განაცხადა, რომ "გადავკეტოთ ქალაქი, რადგან ხუთი ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის და აბრიალებს თვალებს?!"

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად