უდუმაშვილი: გახარიას გაპრემიერებით ივანიშვილმა საკუთარი თავის მიმართ უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღო

ამის შესახებ, ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა შს მინისტრის, გიორგი გახარიას პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარგდენის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

“ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მიიღო, არა ხალხის მიმართ არამედ საკუთარის თავის მიმართ. ეს გადაწყვეტილება არის ბოლო წვეთი იმის რომ ხალხმა მოითხოვოს მთლიანად მთელი სისტემის და რეჟიმის შეცვლა. გახარიას გაპრემიერება, ეს ნიშნავს რომ გავრილოვი დააყენო საქართველოს პრემიერმინისტრად. გახარია არის აქციების მთავარი ადრესატი. გახარია რომ გაპრემიერდა, ამით 20 ივნისი არ გაბათილებულა. არავის დავიწყებია, პრემიერი იქნება თუ სხვა მინისტრი გახარიას ბრალეულობა არის 20 ივნისი, ამიტომ უნდა გადადგეს”-განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარტი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე შს მინისტრის, გიორგი გახარიას კანდიდატურა წარადგინა

შს მინისტრმა  “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტში მცირედი საკადრო ცვლილებები იქნება.

გახარიას მინისტრთა კაბინეში  შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას ვახტანგ გომელაური დაიკავებს, თავდაცვის მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი ლევან იზორია იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად