უდუმაშვილი: ბურთი “ოცნების” მოედანზეა, ვნახოთ ჩიხიდან გამოსვლისათვის რა შედეგით მოვლენ 1 კვირაში

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მთავარი საკითხი ის კი არ არის, ვინ რა დათმო, არამედ მთავარია ის, თუ რა შედეგზე გავა საბოლოო ჯამში ეს დიალოგი.

ეს განცხადება პოლიტიკოსმა „აიპრესთან“ გააკეთა ხელისუფლებისა და ოპოზიციის გუშინ გამართული დიალოგის შეფასებისას და იმაზე, რომ „ოცნების“ წარმომადგენლებმა თქვეს, თითქოს „ოცნებამ“ უკან დაიხია და სულ სხვა მოდელი შესთავაზა ხელისუფლებას.

„მთავარი საკითხი ის კი არ არის, ვინ რა დათმო, არამედ მთავარია ის, თუ რა შედეგზე გავა საბოლოო ჯამში ეს დიალოგი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადება, რომელიც წარვადგინეთ და გამოსავალი იმ კრიზისიდან გამოსაყვანად, რომელშიც იმყოფება ქვეყანა. ვნახოთ, ერთი კვირის შემდეგ რას მოიფიქრებენ და რა წინადადებით მოვა ქართული ოცნება. ამაზე არის დამოკიდებული ახლა ძალიან ბევრი რამე.

თუ ისინი ჯიუტად ჩადგებიან ქართველ ხალხის ჯიბრში, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენც ჯიუტად მოვიქცევით და იგივეს ვუპასუხებთ. თუ ფიქრობენ, რომ ამ ჩიხიდან რაღაც გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, კი ბატონო აგერ არის წინადადება და მოიტანონ კონკრეტული პასუხი. ახლა ბურთი მათ მოედანზეა და ვნახოთ რა შედეგით მოვლენ ერთი კვირის შემდეგ“, – გვითხრა ზაალ უდუმაშვილმა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად