უჩანეიშვილის III ჩიხში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ვაკის რაიონში, უჩანეიშვილის III ჩიხში გზის საფარის განახლება მიმდინარეობს. გამგეობის კონტრაქტორი კომპანის მიერ მოხდა გზის ახალი საფუძვლის მოწყობა და ასფალტის საფარი იგება.

ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

“გზების განახლება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამიტომ, ვცდილობთ დაზიანებული ქუჩები და შიდა გზები მაქსიმალურად აღვრიცხოთ და მოვაწესრიგოთ. უჩანეიშვილის III ჩიხში რამდენიმე ათეული წელია გზის საფარი არ განახლებულა. მალე კი, აქ მცხოვრებ მოსახლეობას და არა მარტო მათ, გადაადგილება კომფორტულად შეეძლებათ”, – განაცხადა დავით კვინიკაძემ.

სამუშაოების შედეგად, 1800 კვ. მ ფართობის გზა მოწესრიგდება.

კომენტარები
იტვირთება...