უჩა ნანუაშვილი: დაუსჯელობის სინდრომმა დანაშაულის სტიმულირება მოახდინა

„2015 წელს მასშტაბური სახე მიიღო ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევამ. დაფიქსირდა წამების, ღირსების შემლახველი მოპყრობის ამსახველი ვიდეო -კადრების გავრცელება და საჯაროდ ჩვენება.“-განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დაუსჯელობის სინდრომმა და არაეფექტურმა გამოძიებამ, დანაშაულის სტიმულირება მოახდინა.

„დაუსჯელობის სინდრომმა და არაეფექტურმა გამოძიებამ ფაქტობრივად სტიმულირება მოახდინეს აღნიშნული დანაშაულის, რამაც კულმინაციას, მიმდინარე წლის მარტში, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით მიაღწია. სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას დროულად და ეფექტურად გამოიძიოს ეს დანაშაული და პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, ვინც შექმნა, მოიპოვა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები“-განაცხადა სახალხო დამცველმა პარლამენტის წინაშე, ანგარიშით წარდგენისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად