უბრალო პროდუქტები, რომლებიც სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს – ანუ როგორ დავრჩეთ მარად ახალგაზრდა

ცხოვრების წესის ფაქტორების მნიშვნელობა ჩვენი უჯრედების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია. ჩვენ დავინახეთ, რომ გენეტიკა მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიცოცხლის ხანგრძლივობის შენარჩუნებაში. მაგრამ საინტერესოა, რა როლი აკისრია გარემოსა და დიეტას. ამის შესახებ BBC-ის სიუჟეტშია საუბარი.

მრავალი მეცნიერი მიიჩნევს, რომ კალორიების შეზღუდვამ – საშუალო ასაკის ადამიანზე 10-15%-ით ნაკლები კალორიის მიღებამ, შეიძლება შეანელოს დაბერება, ვინაიდან ეს ამცირებს ტოქსიკურობის ზრდას იმ პროდუქტების მიერ, რომლებიც მოყვება საკვების გადამუშავებას და სხეულის უჯრედული სიგნალიზაციის გადატვირთვის გზით, რისი საშუალებითაც მეტი რესურსი ეთმობა ქსოვილის შენარჩუნებას.

სიუჟეტში გამოკითხული პირები, რომლებიც სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩევიან და ჯერ კიდევ აქტიურ ცხოვრებას ეწევიან, აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია თხის რძის ან ყველის მიღება.

სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულია, რომ აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება და ცხოვრებაში მიზნის შეგრძნება სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის მნიშვნელოვანია. ხოლო სოციალური იზოლაციის შეგრძნება შეიძლება წარმოუდგენლად საზიანო იყოს. სტრესის დონის ამაღლება და ფიზიკური და გონებრივი აქტივობის შემცირება ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ეს იგივეა, რაც დღეში 15 სიგარეტის მოწევა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად