Uber-მა აშშ-ში პირველი უპილოტო ტაქსები მოხმარებაში გაუშვა

ტაქსის სერვისმა Uber, 14 სექტემბრიდან პიტსბურგსა და შტატ პენსილვანიაში უპილოტო ტაქსები მოხმარებაში გაუშვა. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იუწყება. პირველი მგზავრები ჟურნალისტები გახდნენ.

ჯერჯერობით პიტსბურგის ქუჩებში მხოლოდ ოთხი უპილოტო ტაქსი დადის. თითოეული ავტომობილის სალონში მძღოლი და ინჟინერი იმყოფება, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, მართვას საკუთარ თავზე აიღებენ.

Uber-ი უპილოტოდ მგზავრების გადაყვანისთვის Ford Fusion-ის მოდელის ავტომობილებს იყენებს, რომლებსაც ჰიბრიდული ძრავა აქვს ჩამონტაჟებული. იგი აღჭურვილია 3D კამერებით, GPS-ითა და სივრცეში ორიენტირებისათვის განკუთვნილი ლაზერული გადამცემებით. კომპანიის ფლოტი Volvo-ს მარკის ავტომობილებით შეივსება.

წლის ბოლოს, როგორც კი კომპანია აცხადებს, პიტსბურგის ქუჩებში უკვე ათობით უპილოტო ტაქსი ივლის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად