უბედური შემთხვევა გორში: მამამ 2 წლის შვილს მანქანით გადაუარა

უბედური შემთხვევა მოხდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში.

პირველადი ინფორმაციით, მამამ ორი შვილი, ავტომანქანით საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ბაღში  სასეირნოდ წაიყვანა. რა დროსაც მას ერთ-ერთმა შვილმა უთხრა რომ მისი პატარა ძმა არ ჩანდა. მამამ შვილს დაუწყო ძებმა, რომ ვერ იპოვა, გადაწვიტა მანქანა დაექოქა და ისე მოეძებნა. სავარაუდოდ 2 წლის ბავშვი მანქანის ქვეშ იყო შემძვრალი, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.

ბავშვმა თავის არეში მძიმე დაზიანება მიიღო, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ  ბავშვი კლინიკა “გორმედში” გადაიყვანა. თუმცა, ექიმებმა მისი დახმარება ვერ შეძლეს, რადგან 2 წლამდე ბავშვი შეყვანისას უკვე დაღუპული იყო.

როგორც “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად