უარყოფა – ლევან ფანცხავას ბლოგი

…ჩვენ შევდივართ იმ სამყაროში, რომლისთვისაც ვიბრძოლეთ, რომლისთვისაც ბევრი ვიარეთ, მერე თავბრუსდამხვევ ცხოვრებას ვიწყებთ და ცოტახანში ვხვდებით რომ გულყრა გვეწყება.

მერე ვცდილობთ როგორმე თავი დავაღწიოთ ყველაფერს და გავიქცეთ ჯერ საკუთრი თავიდან და გავექცეთ ყველაფერს რასაც ირგვლივ ვხედავთ. ეს ყველაფერი კი იმ დილიდან იწყება, როცა თვალებს ვახელთ და საკუთარ თავებს პირველ სიტყვას ვეუბნებით, ხმამაღლა: დავიღალე. ვეძებთ ჩვენივე თავებში შვებას, ვსაყვდურობთ ღმერთს: რა დავაშავეთ?! და ალბათ აქ დავაშავეთ ყველაზე მეტად. თუ დაბადება ჩვენი არჩევანი არ ყოფილა, არც საკუთარი თავიდან გაქცევაა ჩვენზე დამოკიდებული, დამოკიდებულება კი ზოგადად ყველაფერს აფუჭებს, თუ ეს დამოკიდებულება არ უტოლდება თავისუფლებას, მაშინ ჯობია გავჩერდეთ.

ვაკეთებთ და მერე ვნანობთ, არ ვაკეთებთ და ამ არგაკეთებულს ვნანობთ, ანუ სულ რაღაცას ვინანიებთ. მერე გავრბივართ ღმერთთან, გავრბივართ რომ მოგვეშველოს, ჩვენ კი ჯერ გოლგოთამდე ვაწამებთ და ახლა საბოლოოდ გვწამს რომ ყვლაფერი უარვყავით საკუთარი თავის გარდა, საიდანაც უნდა დაგვეწყო. ახლა ვცდილობთ მივიდეთ ნაწამებ უფალთან და ვუთხრათ რომ უნდა გვაპატიოს, უნდა გვაპატიოს ახლავე, მერე რა რომ პარალელურად უარვყავით, მერე რა რომ საკუთარი თვებიდან არ დავიწყეთ. თავისუფლებაში ყველაზე მეტია ღმერთი, უფალი, რომელიც დღეს ჯვარზე გავაკარით. ან იმ რწმენაშია ყველაზე მეტი თავისუფლება, როცა აღდგება და მერე… მერე ყველაფერი თვიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად