უამინდობის გამო ხულოში 400-მდე ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება

მაღალმთიან აჭარაში თოვს. თოვლის საფარმა გოდერძის უღელტეხილზე ნეხევარ მეტრს მიაღწია დაბაში კი 2-3 სმ.ია.
უამინდობამ პრობლემები შექმნა ელექტრო ენერგიის კუთხით, გადაადგილება კი გოდერძის უღელტეხილზე მაღალი გამავლიბის ტრანსპორტითაა შესაძლებელი.
ამ დროისთვის დენის გარეშეა დარჩენილი 400-მდე ოჯახი, ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებლის ვახო ბერიძის ინფორმაციით ამ დროისთვის გოდერძის უღელტეხილზე ორი ერთეული ტექნიკა მუშაობს რაც შეეხება ელექტრო ენერგიას “ენერგო პრო ჯორჯიას” ბრიგადები მუშაობენ და აღნიშნული პრობლემაც მალე მოგვარდება. ხულოს მუნიციპალიტეტში მუშაობს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად