უამინდობის გამო ბახმაროში მოსახლეობას ელექტოენერგია არ მიეწოდება (ვიდეო)

ამის შესახებ, “აიპრესსთან” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ განაცხადა.

ამის შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ “აიპრესთან” საუბრისას განაცხადა.

“ამჟამად ნორმალური ვითარებაა. ახლაც აქ ვართ. ცენტრალური გზა გაწმენდილია, ახლა საუბნო გზები, მიმდებარე დასახლებებში მუშაობს ტექნიკა. რამდენიმე ოჯახ, ასაკოვანი ადამიანები გამოვიყვანეთ. ამინდიც გამოკეთდა. მერიის სამსახური, საგზაო დეპარტამეტნიც აქ არის. ყველა პირობაა რომ პრობლემები არ შეექმნათ. დაახლოებით 30-35 ოჯახია, ზოგს არ უნდა წამოსვლა.

ამ ეტაპზე ელექტროენერგია მოსახლეობას არ მიეწოდება. უამინდობამ დააზიანა სადენები”,-განაცხადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა.

ცნობისთვის, დღეს, ბახმაროში პირველი თოვლი მოვიდა.

ფოტო-ვიდეო მასალის ავტორი: რატი ფაილაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად