უამინდობამ აჭარაში მეწყერული პროცესები გამოიწვია

აჭარაში ორდღიანმა უამინდობამ აჭარაში მეწყერული პროცესრბი გამოიწვა.

მიწის მასა ხელვაშაურის მუნიციპალიტეტში სამ ადგილას ჩამოევა. სოფელ მარადიდში მეწყერი საცხოვრებელ სახლთან ჩამოიშალა. მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლები შიშობენ, რომ საფრთხე მათ უსაფრთხოებასაც ემუქრება. მეწყერი ჩამოწვა სოფელ კირნათში და მახინჯაურშიც.

სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ არსებული მდგომარეობის შესწავლას მარადიდში გეოლოგები ორშაბათიდან დაიწყებენ. უწყების ცნობით კირნათსა და მახინჯაურში კი ჩამოწოლილი მიწის მასა გზის საფარიდან გაწმენდილია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად