უალკოჰოლო სასმელზე ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა იმერეთში ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტები გამოავლინეს.

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე (ი/მ „გიორგი ნიკოლაძე“) და წყალტუბოში, ნინოშვილის ქუჩაზე (ი/მ „ელისო დევდარიანი“) მდებარე უალკოჰოლო სასმელების საწარმოებში პროდუქციას ეტიკეტზე მითითებული ჰქონდა სიტყვა "დიეტური" რაც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ნებართვას საჭიროებს. მეწარმეებმა აღნიშნული ნებართვა ვერ წარმოადგინეს, რის გამოც 400-400 ლარით დაჯარიმდნენ.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად