უახლოეს მომავალში ნატო-რუსეთის საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართება

უახლოეს მომავალში ნატო-რუსეთის საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართება- როგორც RBC იტყობინება,აღნიშნულის შესახებ ბრიუსელში დღეს გამართულ ბრიფინგზე, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

"ჩვენ ნატო – რუსეთის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების ახალ შეხვედრას განვიხილავთ. ალბათ, ასეთი შეხვედრა გაიმართება, მაგრამ მე არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

2014 წლის ზაფხულში, აპრილის ბოლოს ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მხარეებს "ძალიან განსხვავებული შეხედულებები" აქვთ. იენს სტოლტენბერგის განმარტებით, „რუსეთი მეზობლების დაშინების საშუალებით ევროპის საზღრების შეცვლას ცდილობს“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, ალიანსი  უფრო მოქნილი და სამხედრო თვალსაზრისით უკეთესად მომზადებულია.  

შეგახსენებთ, რომ ნატო-რუსეთის საბჭო) 2002 წელს დაარსდა, იგი მხარეებს შორის თანამშრომლობისა და საერთო გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმს წარმოადგენს. საბჭოს ფარგლებში ნატოს წევრი ქვეყნები და რუსეთი არიან – თანაბარ პირობებში მყოფი პარტნიორები, რომლებიც უკრაინაში, ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე და უსაფრთხოების გამოწვევებზე მსჯელობენ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...