„უ-შუ კუნგფუს“ ჩემპიონატში ფოთელებმა 10 ოქროს 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

რიგით მე-15 საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ,,უ-შუ კუნგფუში’’, ფოთელმა სპორსტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. მათ 10 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ტურნირი თბილისში მიმდინარეობდა.

შედეგები ასე გამოიყურება: I ადგილი ტაოლუში და იარაღით: სოფიკო აფხაზავა – 2 ოქრო,ილია ბოკუჩავა – 2 ოქრო,გვანცა ქარჩავა – 2 ოქრო, საბა გოგია – 2 ოქრო.

ჩენ-ტაიჩი-ში: მაკა გაბესკირია – 2 ოქრო,II ადგილი ტაოლუში: ელია შენგელია. III ადგილი ტაოლუში: ზუკა თოფურია, დაჩი გვასალია

„ჩვენი გუნდი 10 სპორტსმენით წარსდგა, აქედან 9 სკოლის მოსწავლე და ერთი უფროსი ასაკის გახლდათ. დაძაბული შეჯიბრი იყო, რადგან საქართველოს უ-შუს ეროვნული ნაკრებისთვის მონაწილეების შერჩევა ხდებოდა. ამჯერად მიდის ტექნიკური ანგარიშის დამუშავება და უახლოეს დღეებში ფედერაციისგან მივიღებთ შეტყობინებას, თუ რომელმა დააგროვა შესაბამისი ქულა და რომელი შესძლებს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას. სოფიკო აფხაზავა და საბა გოგია უკვე ერთი წელია რაც საქართველოს ნაკრების წევრები არიან. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი აიპის მუნიციპალიტეტის სამსახურს, რომ არა მათი ფინანსური მხარდაჭერა, ამ შეჯიბრში მონაწილეობას ვერ მივიღებდით“_ განაცხადა მწვრთნელმა, ვასილ დუნდუამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად