Twitter-მა რუსეთთან, ჩინეთთან და თურქეთთან დაკავშირებული 32 ათასზე მეტი ანგარიში დაბლოკა

Twitter-ის ადმინისტრაციამ დაბლოკა 32 ათასზე მეტი ანგარიში, რომელიც სავარაუდოდ რუსეთთან, ჩინეთთან და თურქეთთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სოციალური ქსელის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

სულ დაიბლოკა 32 242 ანგარიში და ყველა მასალა, რაც მათი დახმარებით ქვეყნდებოდა, ამოღებულია სოციალური ქსელიდან. Twitter-ის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ეს ანგარიშები კავშირში იყო ამ ქვეყნების ხელისუფლებებთან და მონაწილეობდა ინფორმაციულ ოპერაციებში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არღვევს სოციალური ქსელის წესებს.

Twitter-ის წარმომადგენლების თქმით, ამ ანგარიშიდან 23 750 ასოცირდება ჩინეთიდან, 7 340 – თურქეთთან და 1 152 – რუსეთთან. სოციალური ქსელის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ანგარიშები გამოიყენეს მასალების გავრცელებისთვის, რომლებიც სავარაუდოდ მომგებიანი იყო ჩამოთვლილი ქვეყნების ხელისუფლებებისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად