Twitter-მა რამდენიმე ირანული მედია დაბლოკა

Twitter-მა, ირანული მასმედიის რამდენიმე ანგარიში დაბლოკა.

საუბარია Young Journalists Club-ის გვერდებზე, რომელიც ქვეყნის სახელმწიფო ტელეკომპანია IRIB-ს ეკუთვნის, აგრეთვე Mehr და ანგარიში IRNA_1313, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ეკუთვნის.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ Twitter-მა გვერდები ბრიტანული ტანკერის Stena Imporo დაკავების გამო დაბლოკა. მაგრამ შემდეგ, BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამის დაბლოკვის მიზეზი მონოთეისტური ბაჰაიზმის მიმდევრების კოორდინირებული და მიზანმიმართული შევიწროება იყო.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მთი რაოდენობა ირანში დაახლოებით 300 ათასს შეადგენს, თუცა ხელისუფლება ამ რელიგიას არ აღიარებს. Human Rights Watch-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბაჰაიზმის მიმდევრებს ავიწროებენ და აკავებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...