Twitter-მა ხმოვანი შეტყობინების ფუნქცია დაამატა

მიკრობლოგმა Twitter-მა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელს ხმოვანი შეტყობინებების ჩაწერის ფუნქცია დაემატა.

“თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ შეტყობინება Twitter-ზე. ახლა კი თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი ხმოვანი შეტყობინებაც Twitter-ზე. დღეიდან iOS პლატფორმაზე შეგიძლიათ დაიწყოთ აუდიო პასუხების ჩაწერა და გაგზავნა.” – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტა, ხმოვანი შეტყობინების ხანგრძლივობა 140 წამია. თუ მომხმარებელი არ დააკმაყოფილებს ამ ლიმიტს, მაშინ მისი ჩანაწერი რამდენიმე ხმოვან შეტყობინებად დაიყოფა.

აღნიშნულია, რომ თანდათანობით ხმოვანი შეტყობინებების ჩაწერის შესაძლებლობა სხვა პლატფორმებზეც გამოჩნდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად