Twitter-მა დაამატა ახალი ფუნქცია, რომლითაც სხვისთვის ფულის გადარიცხვას შეძლებ

Twitter-მა დაამატა ახალი ფუნქცია “tip jar”, რომლითაც სხვა მომხმარებლისთვის ფულის გაგზავნაა შესაძლებელი.

კომპანია აცხადებს, რომ ეს ფუნქცია “არის მარტივი გზა იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომელთა საშუალებითაც საუბარი საინტერესო ხდება”.

დასაწყისისთვის, მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ადამიანებს შეეძლებათ ფულის მიღება – საუბარი ადამიანებზე, რომლებიც არიან ჟურნალისტები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ა.შ.

თუმცა, ახალი ფუნქცია გააკრიტიკეს პირადი ინფორმაციის გამჟღავნების გამო, როგორიც არის ელექტრონული ფოსტა.

ახალი ფუნქციის ნიშანი დაემატება მომხმარებლის პროფილს მხოლოდ მობილურ ტელეფონებში ამ ეტაპზე. ფულის გადარიცხვის საშუალებები კი იქნება PayPal, Venmo, ან Cash App. სწორედ ესენია აშშ-ში ყველაზე პოპულარული ფულის გადარიცხვის საშუალებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...