Twitter- ის ორ ყოფილ თანამშრომელს საუდის არაბეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ

აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Twitter- ის ორი ყოფილი თანამშრომელი საუდის არაბეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა,-ინფორმაციას გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.

როგორც მედია წერს, სამშაბათს, ამერიკის მოქალაქე აჰმად აბუამო სამეფოს სახელით სამი ანგარიშის ჯაშუშობის მიზნით გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

კომპანიის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი, საუდის არაბეთის მოქალაქე ალი ალზაბარი  2015 წელს ერ-რიადის სახელით მიკრობლოგ “ტვიტერის” 6 ათასზე მეტი ანგარიშის პირად ინფორმაცია წვდომის უკანონოდ მოპოვებაში დაადანაშაულეს.

გამოცემის თანახმად, ერთ-ერთი ანგარიში, რომელიც ალზაბარმა უკანონოდ გამოიყენა, სავარაუდოდ, საუდის არაბეთის ცნობილ კრიტიკოსს ომარ აბდულაზიზს ეკუთვნოდა, რომელიც გამოცემა “ვაშინგტონ პოსტის” მიმომხილველ ჯამალ ჰაშოგთან მეგობრობდა.

ჟურნალისტი გასულ წელს სავარაუდოდ, საუდის მთავრობის ბრძანებით მოკლეს.

ჯაშუშობის ბრალდება ასევე წაუყენეს საუდის კიდევ ერთ მოქალაქეს, აჰმედ ალმუტაირს, რომელიც, სავარაუდოდ, საუდის ოფიციალურ პირებსა და Twitter– ის ყოფილ ორ თანამშრომელს შორის შუამავალი იყო.

ვარაუდობენ, რომ ამჟამად ალზაბარა და ალმუტაირი საუდის არაბეთში იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად