Twitter-ის დამაარსებელმა, Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 1 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო

Twitter-ის დამაარსებელმა და კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯეკ დორსიმ, Covid-19 ტიპის ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 1 მილიარდი აშშ დოლარი გადარიცხა. ამის შესახებ იგი სოციალური ქსელის თავის გვერდზე წერს.

დორსის თქმით, იგი 1 მილიარდ აშშ დოლარს თავისი წილიდან კომპანიაში Square, Start Small-ის ფონდში რიცხავს. მისი თქმით, აღნიშნული თანხა მისი ქონების დაახლოებით 28%-ს შეადგენს. მას შემდეგ, რაც პანდემია დაძლეული იქნება, აღნიშნული რესურსი გოგონების ჯანმრთელობასა და განათლებას მოხმარდება.

დორსიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ქველმოქმედებას ღია სახე აქვს.

“მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ხალხმა დაინახოს ჩემი მუშაობა, რათა შემდეგ მეც და სხვა ადამიანებმაც შემდეგ ასეთ მაგალითებზე ვისწავლოთ”, – აცხადებს დორსი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად