„ტვ პირველის“ ჟურნალისტების თავდასხმაზე დაკავებულ გოჩა აფრასიძეს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “tv პირველის” ჟურნალისტების ჟურნალისტების თავდასხმაზე დაკავებულ გოჩა აფრასიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ 10 000 ლარიანი გირაო შეეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით 1967 წელს დაბადებული გ.ა. წალკაში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ა. მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ შეუშალა ხელი.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე და 154-ე მუხლებით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

შეგახსენებთ, “ტვ პირველის” ჟურნალისტებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

კომენტარები
იტვირთება...