„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს

“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს.

როგორც ნოდარ მელაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, მასთან გამომძიებლებს კითხვები გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით აქვთ.

“სასწრაფოდ მისცეს ხელისუფლებამ პასუხისგებაში ყველა ის ადამიანი, ყველა ის მაღალჩინოსანი, ვინც ჩვენ, ჟურნალისტებს გვისმენდა, ვინც უსმენდა მღვდლებს.

ვაპირებთ, რომ შევიტანოთ სარჩელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ისინი უკანონოდ მისმენდნენ მე. ასევე, ჩვენი ნიუსრუმის ჟურნალისტები, ყველა ვისი გვარიც ერთხელ მოხვდა და ჩვენ ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. თუ ეროვნული სასამართლო არ დაადგენს ამ ადამიანების ბრალეულობას და არ მიაქცევს პასუხისგებაში, წავალთ სტრასბურგში,“ – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

შეგახსენებთ, 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

კომენტარები
იტვირთება...