“ტვ პირველის” ოპერატორი: რომ უნდა გავენადგურებინეთ, მათგან ერთ-ერთ ფარისეველს დაუვარდა ჯვარი, შევუნახე და მოაკითხოს

რომ უნდა გავენადგურებინეთ მათგან ერთ-ერთ ფარისეველს დაუვარდა ჯვარი, შევუნახე და მოაკითხოს, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში ამავე არხის ოპერატორმა ლექსო ლაშქარავამ განაცხადა, რომელიც 5 ივლისს რადიკალთა ჯგუფმა სასტიკად სცემა.

“როდესაც მოდიოდნენ და შეძახილი იყო, რომ ღმერთის სახელით უნდა გავენდაგურებინეთ ტრადიციებზე აღზრდილებს ჯვრით წინ, ერთი-ერთი მათგანისაა ეს ჯვარი, რომელსაც მე ფარისეველს ვეძახი. თუ ასეთი მნიშვნელოვანია მისთვის, შევუნახე და “ტვ პირველში” შეენახება მას და შეუძლია მოაკითხოს. ჩვენ პატივს ვცემთ რელიგიას და ეკლესიას. არ დავაგდეთ ქუჩაში და მოვუვლით. თუ უნდა, ჩვენ თვითონ შევინახავთ”, – თქვა ლექსო ლაშქარავამ.

მისივე თქმით, საავადმყოფოში საპატრიარქოდან მიაკითხეს.

“ექიმი შემოვიდა, თქვენი ნებრათვის გარეშე არ შეგვიძლია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია, ვიღაც იყო საპატრიარქოდანო. რაზეც უარი განვაცხადე. მერე საპატრიარქო გამოვიდა, ვგმობთო. ჩემთვის მიუღებელია ასეთი რაღაცა.

ეკლესია საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. ეკლესიას ჰყავს თავისი მრევლი და როდესაც მოძღვრები ქადაგებენ, გამოყავთ მრევლი და შეყავთ შეცდომაში… ესენი არიან ბრბო, რომელიც ბრმად მიყვებიან თავიანთ სულიერ მამას. ისინი ქადაგებენ, რომ ესენი უნდა ჩავქოლოთ, სისხლის წვიმა, გავანადგუროთ… კი, იმ ტერიტორიაზე სასულიერო პირებიც იყვნენ. თუ არ ვცდები ორი სასულიერო პირი იყო. მერე გავრცელდა, რომ ანაფორა ეცვა ვიღაცას. არ ვიცი, ასე შეიძლება, რომ ვიღაცა ანაფორით დადიოდეს?!” – თქვა ოპერატორმა.

კომენტარები
იტვირთება...