ტვ პირველის” ოპერატორი: ჯერჯერობით მაქსიმუმ 40% მაქვს მხედველობა, მაგრამ ამით უფრო გაგვაძლიერეს

5-6 ივლისს რადიკალთა ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს სასტიკად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი ინციდენტის დროს “ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა იმდენად დაშავდა, რომ საავადმყოფოში მოხვდა და ახლაც წოლით რეჟიმზეა.

ლექსო ლაშქარავა “ტვ პირველის” ეთერში ამბობს, რომ მისი გამოკითხვა ხვალ არის და მას სახლში გამოკითხავენ.

“ახლა ტვინის შერყევა მაქვს. ჩამსხვრეული მაქვს თვალის ძვალი. ჯერჯერობით მაქსიმუმ 40% მაქვს მხედველობა. რთულად არის საქმე.

მერე უფრო ძნელია მუშაობა, როცა იცი, რა გელოდება. ჩვენ არ ვიცოდით, რა გველოდებოდა. ამის მიუხედავად არცერთ ჩემ კოლეგას ამის მერეც არ დაუხევია უკან და თავის საქმეს ბოლომდე აკეთებდნენ. უფრო გაგვაძლიერეს, უფრო მეტად გავაკეთებთ ჩვენ საქმეს”, – თქვა ლექსო ლაშქარავამ.

კომენტარები
იტვირთება...