“tv პირველის” კომერციული დირექტორი მარეგულირებელზე: ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ 24 საათიან რეჟიმში გვაკვირდებიან

ტელეკომპანია “პირველის” კომერციული დირექტორი ნანა აბურჯანიძე აცხადებს, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ტელეკომპანიებს გამუდმებით აკვირდება.

“ისე სკულპტუოზურად ხდება ჩვენი მონიტორინგი, რომ არაფერი გამორჩეთ, ყველა დეტალი აქვთ შესწავლილი. 24 საათიან რეჟიმში უვლის ვიღაცა.

ადრე ასე იყო, რაღაცა პერიოდი ტარდებოდა მონიტორინგი, მაგალითად კვარტალში ერთხელ, ერთი კვირა და იმ კვარტალში გამოვლენილი ხარვეზების განხილვა ხდებოდა სამუშაო გარემოში შეხვედრა და მსჯელობა. ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს რომ 24 საათიან რეჟიმში გვაკვირდებიან, რომ სხვადასხვა კუთხით შეფუთონ… მაგალითად ამ ბოლოს უხამსობაზეა ნერვიულობს ბექაური და მისი კომისია თურმე. ეს ყველაფერი არის იმისკენ მიმართული რომ როგორმე ცენზურა დაწესდეს რაიმე ფორმით”, – განაცხადა ნანა აბურჯანიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად