TV 25-ს ჟურნალისტი, მასზე და მის ოჯახზე განხორციელებულ მუქარაზე, შსს-ს რეაგირებას ითხოვს

“განხორციელებული მუქარა რა თქმა უნდა ჩემს პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. ქალი, რომელის თვლიდან, რომ ღურტას საბავშვო ბაღში “კაროლივით” იჯდა ჩემი რეპორტაჟის შემდეგ გაათავისუფლეს. ამ ფაქტმა კი მისი გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგ ჩემზე მუქარას ახორციელებს.

ორი დღის წინ კი მედეა მამულაძემ მუქარა უკვე ჩემი ოჯახის წევრზე განახორციელა. ცუდია, რომ სამსახურეობრივ ფარგლებს გასცდა ეს ყველაფერი. მე და ჩემი ოჯახი თავს დაცულად არ ვგრძნობთ, რაზე შსს-გან დაუყონლებლივ რეაგირებას ვითოვ” – განაცხადა TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა.

შეგახსენებთ, საქმე, ღურტას საბავშვო ბაღის ყოფილ გამგეს ეხება, რომელიც „მაცნეში“ გასული სიუჟეტის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მედეა მამულაძე თავდაპირველად მუქარას მაუწყებლის ჟურნალისტზე ეკა ბარამიძეზე ახორციელებდა, მოგვიანებით კი იგი სულხან მესხიძეს ფიზიკური ანგარისწორებით ემუქრებოდა.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო, თუმცა საგამოძიებო ორგანომ ფაქტზე კონკრეტული შედეგი დღემდე ვერ დადო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად