Tuttosport-ის გამოკითხვაში Golden Boy ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს

გრძელდება ტურინული გამოცემის Tuttosport-ის გამოკითხვა, რომელიც დასკვნით ფაზაში შედის და ამ მომენტისთვის “რუბინის” ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს.

ხვიჩა კვარაცხელიას ხმების 40% აქვს. მეორე ადგილზე მყოფ “ბეშიქთაშის” ფეხბურთელს ერსინ დესთანოღლუს ხმების 28.5% აქვს. ხომე მესამე ადგილზე მყოფ “ბარსელონას” ფეხბურთელს პედრის 15.4% აქვს.

ცნობისთვის, გამოკითხვის პირველ ეტაპზე ერსინ დესთანოღლუმ გაიმარჯვა, კვარაცხელია კი მეორე ადგილზე გავიდა. იტალიურმა გამოცემამ მეორე ეტაპზე სია გაცხრილა და სია 80-მდე დაიყვანა, ხოლო ხმები გაანულა.

შედეგები ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე. ხმის მისაცემად გადასასვლელად კი ამ ბმულს დააკლიკეთ.

ტიტულის მოპოვების კანდიდატები ევროპული ქვეყნების უმაღლესი ლიგების 21 წლამდე მოთამაშეები არიან.

გამოკითხვა ქომაგთა შორის მიმდინარეობს, პარალელურად კი ცნობილი ევროპული გამოცემები საუკეთესო ხუთეულს ასახელებენ. ეს გამოცემებია: Bild, Blick, A Bola, l’Équipe, France Football, Marca, Mundo Deportivo, Ta Nea, Sport Express, De Telegraaf და The Times.

Tuttosport-ის ჯილდო 2003 წლიდან იმართება. სხვადასხვა დროს მისი გამარჯვებულები ყოფილან: ლეო მესი, სესკ ფაბრეგასი, სერხიო აგუერო, მარიო ბალოტელი და სხვები. გასულ წელს კი ეს ჯილდო ერლინგ ჰოლანდმა მოიგო.

კომენტარები
იტვირთება...