ტუსკი საქართველოს: არ მისცეთ არავის უფლება რომ დაგყონ, იყავით ერთიანი, როგორც ერთი დიდი ევროპა

ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა.

“ჩვენ 2019 წელს აღვნიშნავთ ევროკავშირის გაფართოების მეთხუთმეტე წლისთავს, რამაც დიდი შედეგი მოიტანა ჩემი ქვეყნისათვის, პოლონეთისთვისაც და ამავე წელს ჩვენ აღვნიშნავთ საბჭოური დომინირების კოლაფს. რომელიც დაიწყო თავისი დემონსტრაციებით თბილისში და სხვა ქვეყნებში. ასევე პოლონეთში ჩატარდა თავისუფალი არჩევნები, შემოდგომაზე იმ წელს და ასე შემდეგ. გახსოვთ ალბათ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა 2005 წელს განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის კოლაფსი იყო უდიდესი შეცდომაო ამ ეპოქისო.

მე მინდა ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ განვაცხადო ამ ტრიბუნიდან, საბჭოთა კავშირის კოლაფსი და დანგრევა ეს იყო ნამდვილად ძალიან დიდი და პოზიტიური მოვლენა, საქართველოსთვის, პოლონეთისთვის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის. დარწმუნებული ვარ თვით რუსეთისთვისაც კი. ეს არის ძალიან სიმბოლური დრო, რომ ვიმსჯელოთ იმაზე თუ რა გზა გავიარეთ ამ დროის განმავლობაში და როგორ გავაგრძელოთ ეს სვლა. თუკი გადავხედავთ აღმსოავლეთ პარტნიორობის ათ წელიწადს, დავინახავთ რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა გაღრმავდა, უფრო სტრუქტურირებული გახდა და უფრო პროგნოზირებადიც.

ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებს, უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან, აგრეთვე არის გაფართოებული და ღრმა ურთიერთობის ხელშეკრულება სომხეთთან და გვაქვს უფრო გამჭვირვალე ურთიერთობები ბელარუსთან. ამან გახსნა ახალი შესაძლებლობები. ერთად ჩვენ ვმუშაობთ იმაზე რომ გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური კავშირები. ჩვენ ვმუშაობთ ინვესტიციების გაზრდაზე, ვმუშაობთ ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე, სატრანსორტი საკითხებზე, ჩვენ ახლა ვახდენთ ციფრული ბაზრის ჰარმონიზაციასაც. ჩვენ ხელს ვუწყობთ განათლების სისტემის განვითარებას და ჩვენ ველოდებით რომ წელს მოხდება დაახლოებით 80 ათასი სტუდენტის გაცვლა.

ვიზალიბერალიზაცია, რომელიც დაიდო საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ხელს უწყობს ვაჭრობის გაზრდას და გაფართოებას ამ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის.

მე პოლონეთის წარმომადგენელი ვარ, ამ ვიზალიბერალიზაციამ, ევროკავშირთან ასეთმა დაახლოებამ, მე გამაცნო ბევრი თქვენი ქვეყანა და დავინახე მისი კულტურისა და ისტორიის სიმდიდრე. ობიექტური ჭეშმარიტებაც დაადგინეს დასავლეთ ევროპელებმაც. მინდა გავიხსენო ვაჟა-ფშაველა, ერთ-ერთი უდიდესი ქართველი კლასიკოსი. ეს გამოთქმა ას წელზე მეტი ხნისაა და თავისთავად ეს გულისხმობს გლობალიზაციას, და ასი წლის წინ ჯერ კიდევ ბატონმა ვაჟამ ბრძანა ეს, ნამდვილად გლიბალიზაცია გულისხმობს ადამიანისა და ქვეყნების დაახლოებას.

აღმოსავლეთ პარტნიორობა, იმისათვისაა შექმნილი რომ ეს უარყოფითი რაღაცები წაიშალოს. ეს პარტნიორობა შეიქმნა და ვითარდება ძალიან რთულ პოლიტიკურ კონტექსტში, იქნება ეს ევროკავშირში თუ რეგიონში, ჩვენ ვიცით რომ ძალიან სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევები არსებობს ყველა პარტნიორ ქვეყანაში.

საქართველო უნდა ვახსენოთ, როგორც ქვეყანა, რომელსაც უსაფრთხოების საკითხები დიდ გამოწვევად უდგას. მიუხედავად იმისა რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არ შექმნილა როგორც კონფლიქტების მოგვარების მექანიზმი, მას აქვს თავისი ღირებულებები და ამ ღირებულებებით იგი ცდილობს დაადგინოს სტაბილურობა ქვეყანაში.

აღმოსავლეთ პარტნიორობა ყოველთვის იყო მშვიდობის ინიციატორი და არასდროს ყოფილა მტრულად განწყობილი რომელიმე ქვეყნის მიმართ. პირიქით მისი მიზანი იყო რომ შეექმნა სამართლის უზენაესობა. სწორი მართლმსაჯულება, გამართული სისტემები თავის ქვეყნებში. ძალიან ბევრი კითხვა ისმება მის აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით და თქვენი ევროკავშირში წევრობა არ არის ერთადერთი შეკითხვა. მაგრამ, მოდით ნუ დავმალავთ იმ ფაქტს რომ ეს შეკითხვა კვლავაც დღის წესრიგში რჩება. არის ძალიან ბევრი ადამიანი, ევროკავშრიში რომელთაც ეჭვი ეპარებათ და მინდა გითხრათ რომ ასეთი პროცესები რა თქმა უნდა ერთ დღეში არ ხდება და ერთიანი გეგმა ყველასთან ვერ გავრცელდება და ერთად ვერ იმუშავებს. აუცილებელია დეფაქტო სოლიდარობა ყველა ამ ქვეყანას შორის. ამავე დროს უნდა ვთქვათ რომ ერთი რამ ძალიან ნათელი და მკაფიოა. ჩვენ გავაგრძელებთ ინკლუზიურ ინიციატივებს ყველა იმ პარტნიორ ქვეყანასთან, გამოვიყენებთ დიფერენცირებულ მიდგომებს ყველა პარტნიორთან მიმართებაში, და ვეცდებით რომ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის. მე შემიძლია ვთქვა რომ ჩვენ აუცილებლად დავაჩქარებთ პოლიტიკურ ასოციაციებს, შევუწყობთ ხელს პოლიტიკურ – ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან. პრინციპში ეს იყო პირველადი ამოცანა რომელიც ადრე დაისვა და ის დღესაც მოქმედია.

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად იქნებიან ჩართულები ამ პროცესში. გულით მინდა ერთი რამ გითხრათ, როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტმა და როგორც პოლონელმა ჩემთვის საქართველო არამხოლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისათვის, როცა მე ვამბობ სიტყვა საქართველოს, მე ვგულისხმობ თავისუფლებას, მე როცა ვამბობ საქართველოს, მე ვგულისხმობ სიამაყეს. როცა მე ვამბობს საქართველოს, მე ვგულისხმობ მამაცობას. თქვენ პატარა ქვეყანა ხართ, მაგრამ უდიდესი ერი, თქვენ მიაღწიეთ შეუძლებელს, იმიტომ რომ თქვენ ყველანაირი განსხვავების მიუხედავად ერთიანი მიზნისათვის გაერთიანდით.

თქვენ აშენებთ თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს. თქვენ გააოცეთ ევროპა და მთელი სამყარო. მე მოგმართავთ, თქვენ, არ მისცეთ არავის უფლება რომ დაგყონ, ყოველთვის იყავით ერთიანი, როგორც ერთი დიდი ევროპა. გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს”, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ცნობისთვის, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ დღეს გაიხსნა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...