ტუსკი: G7-ის მომდევნო სამიტზე, სტუმრად, რუსეთის ნაცვლად სჯობს უკრაინა მოვიწვიოთ

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, წარადგინა წინადადება, რომლის მიხედვითაც მას სურს G7 მომდევნო სამიტზე, რუსეთის ნაცვლად უკრაინის მოწვევის საკითხი იქნას განხილული. ამის შესახებ მან სამიტის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან შეახსენა საზოგადოებას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადება რუსეთის ამ არაფორმალურ გაერთიანებაში დაბრუნების შესახებ. ტუსკმა აღნიშნა, რომ ტრამპმა ღიად უწოდა გამართლებული ქმედება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და მოუწოდა ამ ფაქტის აღიარებისკენ კიდეც.

„ჩვენ ასეთ ლოგიკას ვერანაირ შემთხვევაში ვერ დავეთანხმებით. თუკი საუბარი ეხება რუსეთის ხელმეორედ მოწვევას ამ მაგიდასთან, მაშინ ვიტყვი, რომ მიზეზები, რატომაც რუსეთის მოწვევა უკან იქნა გახმობილი 2014 წელს, ჯერ კიდევ აქტუალურია“, – აცხადებს ტუსკი.

მან განაცხადა, რომ ყირიმის საკითხს ახლა უკვე სხვა მიზეზებიც დაემატა, მაგალითად რუსეთის პროვოკაციები აზოვის ზღვაში.

„დღეს შევეცდები ჩემი კოლეგები იმაში დავარწმუნო, რომ მომდევნო სამიტზე, რუსეთის ნაცვლად, სტუმრად სჯობს უკრაინა მოვიწვიოთ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...