თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავმა, რომელიც სტამბოლიდან ოდესაში მიფრინავდა, 21 ნოემბრის საღამოს, აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა. დაშვებისას, ლაინერს სადესანტო მექანიზმი გაუტყდა. ამის შესახებ ოდესის აეროპორტი თავის ოფიციალურ Facebook-ზე წერს.
ინციდენტი იქაური დროით 20:55 საათზე მოხდა.
„რეის TK465-ის თვითმფრინავმა, რომელსაც ავიაკომპანია Turkish Airlines ასრულებდა და სტამბოლიდან ოდესაში, ძლიერი ქრის პირობებში მიფრინავდა, წინა სადესანტო მექანიზმი დაამტვრია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბორტზე 136 მგზავრი იმყოფებოდა და ყველა მათგანის ევაკუაცია განხორციელდა. აეროპორტმა კი, მომხდართან დაკავშირებით დროებით შეწყვიტა ფრენები.
როგორც აეროპორტში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია შემოწმებები.