ტურიზმის სექტორი 2021 წელს ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

მთავრობამ გამკაცრების პარალელურად გარკვეული შეღავათები დააწესა. მათ შორის უკავშირდება ბიზნესსაც, სადაც ჩამონათლავში საუბარია იმაზე, რომ  ტურიზმის სექტორი 2021 წელს ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება. აქვე აღნიშნულია ისიც, რომ სესხები გადაუვადდება კომპანიებს, რომლებსაც შეუჩერდებათ საქმიანობა.

ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტი:

  1. 1500 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება დეკემბერი -მაისში (6 თვე);
  2. ტურიზმის სექტორი (სასტუმროები, რესტორნები) 2021 წელს გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან;
  3. ტურიზმის სექტორის 2020 წლის 4 თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება;
  4. რესტორნების და სასტუმროების სესხების სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში – ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობა – 1400 კომპანია;
  5. სესხების გადავადება კომპანიებისთვის, რომლებსაც შეუჩერდებათ საქმიანობა;
  6. საკრედიტო-საგარანტიო ფონდი – 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მუშაობა, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორს როგორც არსებული სესხების რესტრუქტურიზაციაში, ასევე, ახალი სესხების მოზიდვაში.

შეღავათების სრული ჩამონათვალი მოცემულია ამ ბმულზე.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერიდან – 31 იანვრის ჩათვლ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად