ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსების რეიტინგში საქართველო 2 ადგილით დაწინაურდა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 140 ქვეყნის მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსს აქვეყნებს. საქართველოს მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით 0,2 პუნქტითაა გაზრდილი და 3,9-ს შეადგენს.

კონკურენტუნარიანობის ინდექსის სიდიდის მიხედვით შედგენილ ახალ რეიტინგში საქართველი 2017 წელთან ედარებით 2 ადგილითაა დაწინაურებული და 68 -ე ადგილზე იმყოფება.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი კონკურენტუნარიანობის ინდექსს ორ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს.. ისევე, როგორ წინა წლებში ინდექსი მაქსიმალურ სიდიდეს (7) ერთ პუნქტზე მეტით ჩამორჩნენ პირველ ადგილზე მყოფი ქვეყნები.

1.ესპანეთი – 5,4;
2. საფრანგეთი – 5,4;
3. გერმანია – 5,4;
4. იაპონია – 5,4;
5. აშშ – 5,3;
6. დიდი ბრიტანეთი – 5,2;
7. ავსტრალია – 5,1;
8. იტალია – 5,1;
9. კანადა – 5,1;
10. შვეიცარია – 5,0.

რეიტინგში უკანასკნელ ადგილებზე არიან:

ნიგერია – 2,8;
მალი – 2,8;
სიერა ლეონე – 2,8;
ბურკინა ფასო – 2,8;
ჰაიტი – 2,8;
ანგოლა – 2,7;
მავრიტანია – 2,7;
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა – 2,7;
ბურუნდი – 2,7;
ლიბერია – 2,6;
ჩადი – 2,5;
იემენი – 2,4.

რეგიონის ქვეყნები რეიტინგში ასეთი თანმომდევრობით არიან განლაგებულები:

39. რუსეთი – 4,3;
43. თურქეთი – 4,2;
46. ესტონეთი – 4,2;
53. ლატვია – 4,0;
59. ლიტვა – 4,2;
68. საქართველო – 3,9;
71. აზერბაიჯანი – 3,8;
78. უკრაინა – 3,7;
79. სომხეთი – 3,7;
80. ყაზახეთი – 3,7;
103. მოლდოვა – 3,3;
104. ტაჯიკეთი – 3,3;
110. ყირგიზეთი – 3,2.

კონკურენტუნარიანობის ინდექსის საბოლოო სიდიდე ქვეყნის ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურული, სამედიცინო, კულტურული და სხვა შესაძლებლობების , სულ 14 კონპონენტის სიდიდის გათვალისწინებით მიიღება. საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს უსაფრთხოების და ჯანსაღი გარემოს კუთხით – 6.0, ხოლო ყველაზე დაბალი კი კულტურული ღირშესანიშნაობების და ბიზნეს ტურიზმის კუთხით – 1,5. დაბალია აგრეთვე ნატურალური რესურსების და საჰაერო ტრანსპორტის და ინფრასტრუქტის ინდექსების სიდიდეები, შესაბამისად, 2,4 და 2,5.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად