ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციისა და GIZ-მა ერთობლივი ღონისძიება გამართეს

ეკოტურიზმის შესახებ ისაუბრეს დარგის წარმომადგენლებთან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ მედეა ჯანიაშვილმა, საქართველოში გერმანიის საელჩოს წარმომადგენელმა დანიელ ჰაასმა   და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების  სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორისა და ტექნიკური პროფესიული განათლების პროგრამების დირექტორმა კატია კამერერმა. ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრაზე ვიდეო რგოლის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ტურიზმის სფეროში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით  ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.  პრეზენტაციის შემდეგ  დისკუსია გაიმართა ტურიზმის სექტორიში ბუნებრივი რესურსების დაცვისა და მდგრადი გამოყენების შესახებ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  ეკოტურიზმის განვითარებისათვის GiZ-თან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს. საუბარია ეკო-ტურიზმის სტრატეგიის შემუშავებაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად