ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სინგაპურში MICE Show Asia”- იში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სინგაპურში გამოფენა „MICE Show Asia”-ში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

საქმიანი ტურიზმის მიმართულებით აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარმოდგენილი.

გამოფენაში მონაწილეობდა ბიუროს წევრი კომპანია Caucasus Travel. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სტენდი მოეწყო, სადაც საქართველო წარმოდგენილი იყო, როგორც ბიზნეს ღონისძიებების გამართვის მიმართულება. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს. უცხოელი ტურ-ოპერატორები საქართველოში არსებული საქმიანი ტურიზმის პოტენციალით დაინტერესდნენ.

გამოფენის ფარგლებში საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა სინგაპურის, ჩინეთის და აზიის სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ტურ- ოპერატორებთან და კორპორატიულ სეგმენტთან 50-მდე შეხვედრა გამართეს. MICE Show Asia გამოფენა ITB Asia-ს პარალელურად ჩატარდა, რომელსაც 120-ზე მეტი ქვეყნის 10 ათასზე მეტი დელეგატი დაესწრო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად