ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ლუქსემბურგში პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიებით ლუქსემბურგში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია ჩატარდა. ღონისძიებას 200-მდე სტუმარი დაესწრო. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ღონისძიების მიზანია ბენილუქსის ქვეყნებში (ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი)  საქართველოს  ცნობადობის ამაღლება. კინოფესტივალ Cineast-ის ფარგლებში გამართული ღონისძიება ბელგიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მოეწყო.

ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სტუმრებისთვის საქართველოს შესახებ ვიდეორგოლების ჩვენება გამართა. ქართული საღამოს  ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყო, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად