ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და სამედიცინო ტურიზმის საბჭომ მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საქართველოს სამედიცინო ტურიზმის საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და სამედიცინო ტურიზმის საბჭოს პრეზიდენტმა პაატა რატიანმა მოაწერეს.
ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა დაესწრო.

შეხვედრას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციისა და სამედიცინო ტურიზმის საბჭოს ურთიერთთანამშრომლობა ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას და საქართველოს, როგორც სამედიცინო ტურიზმისათვის მიმზიდველი ქვეყნის პოპულარიზაციას გულისხმობს.

„ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას. ჩვენ მივესალმებით სამედიცინო ტურიზმის საბჭოს შექმნას. ვფიქრობ ეს პლათფორმა კარგი შესაძლებლობაა უფრო აქტიურად ვესაუბროთ კერძო სექტორს და განვახორციელოთ ერთობლივი პროექტები.“ -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...